თბილისში მეცხრე დღეა ახალგაზრდა კაცს ეძებენ. 1988 წელს დაბადებული ლევან ჯანგულაშვილი ბოლოს 12 იანვარს საღამოს 7 საათზე გოძიაშვილის ქუჩაზე ნახეს, ამის შემდეგ კი მისი კვალი არ ჩანს. ახლობლების ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც, თუმცა უშედეგოდ. ოჯახი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს. ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 555 22 03 37.