ბსუ-ში ხმაურია | რექტორის არჩევნების პროცესი სტუდენტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, მობილიზებულია "ოცნების" პარტაქტივიც

გამოქვეყნდა:

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხმაურია. რექტორის არჩევნების პროცესი სტუდენტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნებია, რომელშიც ორი კანდიდატი მონაწილეობს - "ქართული ოცნების"წევრი და არალეგიტიმური  უმაღლესი საბჭოს თვითგამოცხადებული დეპუტატი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას'' დამფუძნებელი არჩილ გუჩმანიძე. 

რექტორს 11 წევრიანი აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით აირჩევს. ასარჩევად საჭიროა 6 წევრის მხარდაჭერა.  აღსანიშნავია, რომ აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრი "ოცნების" კანდიდატ ტიტე აროშიძის ძმაა.

სტუდენტები თქმითვე, აკადემიურ საბჭოში საბჭოში არიან "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ადამიანები. ისინი აროშიძის მოსალოდნელ არჩევას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მისი რექტორობა უნივერსიტეტში " ოცნების" დიქტატურის დამყარებას ნიშნავს. 

ბსუ-ის შენობაში "ოცნებას" მობილიზებული ჰყავს საკუთარი პარტაქტივი, რომლებიც ახალგაზრდებთან დაპირისპირებას პროვოკაციებით ცდილობენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი