რეჟიმის ტყვე რეზო კიკნაძემ საპატიმროში, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო

გამოქვეყნდა:

ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, რეჟიმის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. 

რევაზ კიკნაძე პოლიციამ 6 დეკემბერს დააკავა. იმავე დღეს აქტივისტმა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ სთხოვდნენ ეთქვა ტყუილი, თითქოს ოპოზიციონერი ლიდერები აფინანსებდნენ და მათ დავალებებს ასრულებდა. 

კიკნაძეს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ამ დროისათვის ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს და 1 კვირაა მხოლოდ წყალს იღებს. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი