ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 21 იანვრიდან 21 თებერვლამდე, ტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად, გარკვეულ საათებში შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 21 იანვრიდან 21 თებერვლამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება - 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.

მათივე ცნობით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.

დეპარტამენტში ამბობენ, რომ შეზღუდვის მიზეზი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი