"2024 წლის ოქტომბრის არჩევნებმა სერიოზული კითხვები გააჩინა საქართველოს მთავრობის ერთგულების შესახებ ევროპული ფასეულობებისა და ევროინტეგრაციისადმი. მე, როლგორც ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, ასევე ჩემმა კოლეგებმა, დავაფიქსირეთ სერიოზული დარღვევები, მათ შორის ზეწოლა ამომრჩეველზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და თავდასხმები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. ყველაფერი ეს აზიანებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპს. თუმცა, რაც ჩემთვის სრულიად ახალი იყო, ეს არის სათვალთვალო კამერების გამოყენება ყველა საარჩევნო უბანზე. 35 ქვეყანაში ვყოფილვარ დამკვირვებელი, მაგრამ ეს ჩემთვის რაღაც სრულიად ახალი იყო. მსგავსი რამ მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს. ამიტომ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა დემოკრატიულ ძალას და ვთქვათ ხმამაღლა, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა ევროინტეგრაცია და დაუახლოვდა რუსეთს".
- განაცხადა ევროპარლამენტარმა, რეინოლდ ლოპოტკამ საქართველოზე დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.