ოკუპირებულ გაგრაში უბედური შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ გაგრაში უბედური შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტექნიკა და მუშები დაიქირავა, რათა სადრენაჟო სისტემა გაეთხარათ. მოგვიანებით ის ორ ახლობელთან ერთად ამოჭრილ ორმოში, სამუშაოების დასათვალიერებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა.

ადგილზე "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური" გამოიძახეს, თუმცა სამივე კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი