მქონდა მცდელობა შევხვედროდი პაპუაშვილს; მინდოდა მეთქვა, რომ შეეშვას მზია ამაღლობელის გაშავებას. ეს არ არის სწორი არც პოლიტიკურად, არც კაცურად | ეთერ თურაძე

გამოქვეყნდა:

მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციაზე „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ განაცხადა, რომ ჰქონდა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის მცდელობა, თუმცა უშედეგოდ. თურაძე პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს  მზია ამაღლობელის გაშავება:

"დღეს მქონდა მცდელობა, შევხვედროდი შალვა პაპუაშვილს ამ ადმინისტრაციულ შენობაში [პარლამენტში] გადაწყვეტილების მიმღებ პირს. მე მასთან დაკავშირება ვცადე მისი თანაშემწისა და სხვა პირების საშუალებით. ასევე, მივწერე პირადი მესიჯიც ტელეფონის ნომერზე, მაგრამ მასთან კომუნიკაცია ვერ შედგა. როგორც მითხრეს, მასთან კომუნიკაციის დამყარება ვერ შეძლეს და არც ჩემს მესიჯზე ჰქონია გამოხმაურება.

მინდოდა მისთვის მეცნობებინა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები. მას აქვს ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის დარღვევა - ღრმა დეტალებში არ შევალ. ასევე, მინდოდა მეთქვა, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს კონსტიტუცია. შეეშვას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, შეეშვას მზია ამაღლობელის გაშავებას. ეს არ არის სწორი არც პოლიტიკურად, არც კაცურად, არც ნებისმიერი იმ გაგებით, რა გაგებასაც ისინი აღიარებენ. არ არის სწორი, ქალი, რომელიც სინდისის პატიმარია, ყოველდღიურად თავდასხმის მსხვერპლი იყოს ამ რაღაც ვერტიკალის. " აღნიშნა ეთერ თურაძემ. 

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი კვირაზე მეტია შიმშილობს და ამ ფორმით აპროტესტებს მის მიმართ წაყენებულ აბსურდულ ბრალდებას. მზია ამაღლობელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გუშინ პატიმრობაში დატოვა. მეორე ინსტანციამ სარჩელი აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენების შესახებ, წარმოებაში არ მიიღო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი