"მზია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია... დგებუაძის მითითებით - "არ გაუშვათ, ჩაიფსასო" არ უშვებდნენ საპირფარეშოში" | ნიკა გვარამიამ მზია ამაღლობელი მოინახულა

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა მზია ამაღლობელი რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. ნიკა გვარამია ამაღლობელს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ხვდებოდა:

"პირველად შევხვდი მზიას და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, აღმაფრთოვანებელი ადამიანია და ამ ქალის ციხეში ყოფნა ისეთი ნონსესია, რომ აღწერაც შეუძლებელია, მაგრამ მზია არის პირდაპირ ვიტყვი, წამების და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი. ერთმნიშვნელოვანი ამბავია ეს. ადამიანი, რომელსაც არ დაალევინეს წყალი საათების განმავლობაში სწორედ დგებუაძის მითითებით, არ გაუშვეს საპირფარეშოში და მე ვკითხე, შემეძლო მეთქვა თუ არა ამ სიტყვებით, რომ - "არ გაუშვათ ტუალეტში, ჩაიფსას" - ბოდიში, მაგრამ ვიკითხე შემეძლო მეთქვა თუ არა. არ მოუყვანეს ადვოკატი და რეალურად, ადამიანი არის ღიად და მკაფიოდ საკუთარი საქმიანობის გამო პატიმარი, სინდისის პატიმარი და წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი." განაცხადა ნიკა გვარამიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ. 

მისივე თქმით, მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს და მხოლოდ წყალს იღებს: 

"ამასთან დაკავშირებით ჩარევა რთულია, მეც ვუთხარი, რომ ჯობდა იქნებ [შიმშილობის შეწყვეტა], მაგრამ მზიას პასუხი არის ცალსახა და მიმართვაც მისი კოლეგების მიმართ, რომ მისთვის ეს მოწოდებები ცოტა პრობლემატური და ტრავმულია. მთავარი, რაც მან ითხოვა, რომ ყველა დაუბრუნდეს თავისი მოვალეობის ზედმიწევნით შესრულებას" აღნიშნა ნიკა გვარამიამ.  

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დღესვე, მე-6 დაწესებულებაში მოინახულა რეჟიმის კიდევ ერთი პატიმარი, საბა სხვიტარიძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი