რეჟიმის ტყვეების გათავისუფლების, საერთო სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის, სტიპენდიის გაზრდისა და მაღალი გადასახადების გაუქმების მოთხოვნით, "მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ" თსუ-ის საგამოცდო ცენტრი დაიკავა.
ისინი სხვა სტუდენტებსაც მოუწოდებენ შეუერთდნენ პროტესტს და ამბობენ, რომ სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, საგამოცდო პროცესი უნდა შეფერხდეს:
"ვიკავებთ თსუ-ის საგამოცდო ცენტრს ცენტრალური ბიბლიოთეკის ბაზაზე. დღეს საუნივერსიტეტო ფუნქციონირება გადის საგამოცდო ცენტრზე. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად, სტუდენტები მოწყდნენ საუნივერსიტეტო ცხოვრებას საგანმანათლებლო ბოიკოტის გამო, მაგრამ აკადემიური ცხოვრება სტუდენტების გარეშე გაგრძელდა. ამის მიზეზი არის სწორედ საუნივერსიტეტო პროცესის კვლავ ფუნქციონირება. რამაც ათასობით სტუდენტი დააყენა მაღალი გადასახადის კიდევ რამდენიმე წლით გაგრძელების წინაშე." ამბობენ სტუდენტები.