"მთავარი არხის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წევრებს, ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს, დაკისრებული 80 000-დოლარიანი ჯარიმის გარდა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შესვლა სამუდამოდ აეკრძალათ.
"მთავარი არხს" წყარო უყვება, რომ ჯარიმა [ჯამში 160 000 დოლარი] ოლიგარქის პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, გოჩა ენუქიძემ გადაიხადა.
რაც შეეხება ინციდენტის კიდევ ერთ ფიგურანტს, გიორგი გოგოლაძეს, რომელიც რეჟიმის დეპუტატებს ახლდა თან - ის, სავარაუდოდ, კვლავ აბუ დაბის საპატიმროში რჩება.
გუშინ, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს 80 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ და ისინი უკვე საქართველოში იმყოფებიან. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ოლიგარქის პარტიის წევრმა, მამუკა მდინარაძემაც დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ დაბიში მყოფი ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.