"ჩვენ სანქციებს წინასწარ არ ვაანონსებთ. თქვენ იცით, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკვე გამოაცხადა სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევისთვის რამდენიმე ქართველ ოფიციალურ პირზე. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული საქართველოში და სწორედ ეს არის ამ სანქციების მიზანი. თუმცა, მომავალ სანქციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
ჩვენი საგარეო საქმეთა მდივანი ძალიან მკაფიო იყო, როდესაც თქვა, რომ აღარ დავაფინანსებთ საქართველოს მთავრობას, ასევე შევზღუდავთ სამხედრო და პოლიტიკურ კონტაქტებს, სანამ დემოკრატიული უკუსვლა არ შეჩერდება საქართველოში. ჩვენ ეს გამოვაცხადეთ გასული წლის დეკემბერში და იგივე პოზიცია გვაქვს დღესაც."
განუცხადა ჟურნალისტებს გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდმა.