თეატრს შეუძლია შიშები დაანგრიოს, დღეს იქნება ახალი ტალღის დასაწყისი | დოიაშვილი

გამოქვეყნდა:

თეატრს შეუძლია შიშები დაანგრიოს და აუცილებლად დაიწყება ახალი ტალღა, დღეს ამის დასაწყისი იქნება, მე მჯერა - ამბობს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი.

თეატრთან კი ამ წუთებში სამზადისია. დამონტაჟდა გარე სცენაც. დასი საღამოს 18 საათზე საკუთარ სამოქმედო გეგმასა და პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყებას გამოაცხადებს.

"ჩვენი სათქმელი იქნება პირდაპირი, აბსოლუტურად გულწრფელი, ეს იქნება თეატრის მანიფესტი, რომელიც იცავს თავის ერთ ჯარისკაცს. აქამდე თეატრი დუმდა, ახლა თეატრი გამოიყენებს ყველა იმ ხერხს, რაც მას შეუძლია" - ამბობს დოიაშვილი. 

შეგახსენებთ, რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს შორისაა ამავე თეატრის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. 

ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი | მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი