ძალადობის მსხვერპლმა არაერთმა ქალმა მოგვმართა - შეიწყალეს თუ არა ის პირები, რომლებიც მათზე ძალადობისთვის იხდიან სასჯელს; თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ | "საფარი"

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ, 613 პატიმრის შეწყალების შესახებ განცხადებას ავრცელებს ორგანიზაცია "საფარი" და წერს, რომ ძალადობის მსხვერპლმა არაერთმა ქალმა მიმართა კითხვით - როგორ შეამოწმონ, არიან თუ არა შეწყალებულ პირებს შორის ისინი, ვინც მათზე ძალადობისთვის იხდიდნენ სასჯელს.

"საფარი"  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, უზრუნველყოს დაზარალებულების დროული გაფრთხილება

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 19 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეწყალებულია 613 მსჯავრდებული, თუმცა უცნობია, რა კრიტერიუმების საფუძველზე და რომელი კატეგორიის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.

უკანასკნელი 4 დღის განმავლობაში, ძალადობის მსხვერპლმა არაერთმა ქალმა მომართა “საფარს” კითხვით - როგორ შეამოწმონ, ხსენებულ 613 პირს შორის არიან თუ არა ის მსჯავრდებულები, რომლებიც მათ მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის იხდიან სასჯელს, რადგან ასეთ გარემოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ.

მიუხედავად იმისა, რომ “შეწყალების გამოყენების წესის შესახებ” პრეზიდენტის #277 ბრძანებულების მე-7 მუხლი ითვალისწინებს, მსჯავრდებულის შეწყალების შემთხვევაში დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებას, დოკუმენტი არ განსაზღვრავს კონკრეტულ პროცედურას და მასში დაზარალებულის მონაწილეობის ფარგლებს, როგორც ამნისტიის გამოყენების შემთხვევაში ხდება ხოლმე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად, დაზარალებულს უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს ინფორმაცია მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შესახებ. 

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებთ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ვთხოვთ უზრუნველყოს დაზარალებულების დროული გაფრთხილება." წერს "საფარი". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი