"მივმართავ სახალხო დამცველს, რომ ყურადღება მიაქციონ ჩვენს პატიმრებს... კაციას ციხეში ავიწროებენ. სამი დღის მშიერია ბიჭი" | ლელა ახობაძე

გამოქვეყნდა:

საბა სხვიტარიძის დედის, ლელა ახობაძის განცხადებით რეჟიმის პატიმარს ნიკოლოზ კაციას ციხეში ავიწროებენ და საკვებს არ აძლევენ. ამის შესახებ ლელა ახობაძემ "ღამის მთავარის" ეთერში განაცხადა და სახალხო დამცველს მიმართა. 

"მე დავდივარ სისტემატურად თითქმის ყველა სასამართლოზე... დღეს შევესწარი ასეთ ფაქტს, რომ [ნიკა] კაციას სასამართლოზე მოვისმინე ასეთი რამე, რომ მივმართავ სახალხო დამცველს, რომ ყურადღება მიაქციონ ჩვენს პატიმრებს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩემი შვილი იქნება თუ კაცია იქნება. ყველა ჩემი შვილი ზის...

მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ მერე არ თქვას ვინმემ, რომ ეს არ გაჟღერებულა და ამიტომ ვამბობ, მოვალეობას ვიხდი - კაციას ციხეში ავიწროებენ. სამი დღის მშიერია ბიჭი. საკვები როცა მიდის მაინცდამაინც კაციაზე რომ არის გაცემა, მაშინ მთავრდება ეს საკვები. ჩარიცხულ თანხებს იყენებს მისი მესაკნე, ვიღაც, რომელსაც ჰყავს დაჩაგრული და უკონტროლებს თითოეულ ჩეკს. მე-8 იზოლატორმა, ადმინისტრაციამ, მიხედოს ამ საქმეს და გადახედოს ამ საქმეს და სახალხო დამცველმა. ამას მოებას თავი სასწრაფოდ, თორემ ყველა დედა დავდგებით ფეხზე. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვისი შვილი დაიჩაგრება, ყველა არის ჩვენი შვილი," - ამბობს ლელა ახობაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი