პროტესტის ხმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში | მერიის განცხადება

გამოქვეყნდა:

ის მძღოლები, რომელთა სატრანსპორტო საშუალებებშიც დღეს დილიდან პროტესტის ხმა ისმის, გააჩერეს. ინფორმაცია "დაიტოვეში" ვრცელდება.

პარალელურად განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია:

სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება. 

საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები - შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება. 

პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება. 
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება." აცხადებს მერია. 

შეგახსენებთ, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში - ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, გადახდის აპარატებიდან საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები, ზვიად გამსახურდიას და ზურაბ ჟვანიას  ისტორიული ფრაზები, ასევე ოლიგარქის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი და "ოცნების" წევრების უხამსი გამონათქვამები ისმის. სისტემაში სავარაუდოდ აიტი სპეციალისტებმა  შეაღწიეს და პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი