ჩვენი პირველი მიზანი მიღწეულია - დაგვინახეს, მოგვისმინეს, შეშფოთდნენ! მეგობრისთვის თავგანწირვა არ ისწავლება! ქვეყნის სიყვარულს ტრენინგი არ სჭირდება! ისედაც გადავცურავთ ზღვას! - ასე პასუხობს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი არალეგიტიმურ პრემიერსა და მის პროპაგანდას.
ირაკლი კობახიძემ თეატრალური დასის გუშინდელ საპროტესტო მანიფესტს, რომელიც თეატრის წინ, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე გაიმართა, დღეს შეთქმულების თეორიები, რუსული პროპაგანდა და სიძულვილის ენა დაუპირისპირა. იგივე გაიმეორა მერმა კალაძემაც.
[ფოტო: აპრილი]