მარიამ სიჭინავა დღეს 2 000 ლარით დააჯარიმეს | აქტივისტი ჯამში 14 000-თაა დაჯარიმებული

გამოქვეყნდა:

მარიამ სიჭინავა ზუგდიდის სასამართლომ ისევ დააჯარიმა. აქტივისტი დღეს პროცესზე ხალათითა და ჩუსტებით მივიდა იმის საილუსტრაციოდ, რომ სასამართლო დარბაზში თავს უკვე ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

მოსამართლემ დღეს ის 2 000 ლარით დააჯარიმა, ჯამში კი სიჭინავას 14 000 ლარის ჯარიმა დაუგროვდა.

სიჭინავა თითქმის ყოველდღიურად არღვევს "ოცნების" არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებულ და ე.წ. პრეზიდენტად დანიშნული ყაველაშვილის ხელმოწერილ რეპრესიულ კანონებს.

ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ის რეგულარულად დადის ბალაკლავით და იყენებს პიროტექნიკას. აქტივისტი ამბობს, რომ ეს მისი პროტესტის გამოხატვის ფორმაა და რეჟიმის მართული მოსამართლეების მიერ, კოლოსალური ჯარიმების დაკისრება, ხელს ვერ შეუშლის.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი