დროებით ოკუპირებულ სოფელ ფიჩორში რუსებმა ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ სოფელ ფიჩორში რუსებმა 1974 წელს დაბადებული ლაშა ჯაბუა დააკავეს და სოხუმის იზოლატორში გადაიყვანეს. 

არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის მილიცია მას საგუშაგოზე არ ატარებდა რა დროსაც ლაშა ჯაბუამ განაცხადა, რომ აფხაზეთი საქართველოა და რუსები ოკუპანტები არიან. ხოლო ის პროტესტი, რაც დანარჩენ რეგიონებში ხდება მალე აფხაზეთშიც დაიწყება. 

ლაშა ჯაბუა წინააღმდეგობის გაწევის მუხლით არის დაკავებული. მას, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი სასამართლო, სავარაუდოდ 2 დღეში გაიმართება. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი