"ნიკოლოზ ჯავახიშვილი გადაიყვანეს სამარტოო საკანში, მხოლოდ იმიტომ რომ მზიას სოლიდარობა გამოუცხადა" | ნანუკა ჟორჟოლიანი

გამოქვეყნდა:

"ნიკოლოზ ჯავახიშვილი გადაიყვანეს სამარტოო საკანში, მხოლოდ იმიტომ რომ მზიას [ამაღლობელს] სოლიდარობა გამოუცხადა და შიმშილობა დაიწყო," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი წერს და საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავს. 

"20 წლის პატიმარი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი გადაიყვანეს სამარტოო საკანში. საკანში უმძიმესი პირობებია და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მზიას სოლიდარობა გამოუცხადა და შიმშილობა დაიწყო.

ადვოკატია გუჯა ავსაჯანიშვილი. 

გთხოვთ, სასწრაფოდ მოინახულოთ პატიმარი, რომელიც მძიმე გარემოზე და ცუდ მოპყრობაზე გვწერს ციხიდან," - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი