"კახა ბენდუქიძის კამპუსის მარში" - უწყვეტი პროტესტის 59-ე დღეს თავისუფალი უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იკრიბებიან. ისინი მარშით არალეგიტიმური მთავრობის პროპაგანდისტულ მედიებთან" "იმედთან"; POSTV-სთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან გეგმავენ მისვლას.
სტუდენტების თქმით, მათ სურთ სამთავრობო მედიებს შეახსენონ მათი მოვალეობა ქართველი ხალხის მიმართ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციის მიმდინარეობის დროს უკანონოდ დაკავებული ადამიანები.