"ჩვენ გადავცურავთ ზღვას" | ქუჩაში გასული თეატრი და თეატრალების ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გამოქვეყნდა:

"რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ"- ასე მიმართა ოლიგარქიულ რეჟიმს „ახალი თეატრის“ რეჟისორმა დავით დოიაშვილმა.  რეჟიმის პატიმრების თავისუფლებისთვის, რეჟიმის სისასტიკის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის მსახიობებს დიდი ფრონტის ხაზი აქვთ გახსნილი. ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტმა  2 დღის წინ მთელი საქართველო აალაპარაკა. თეატრალებს მსახიობ  ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა ახალგაზრდების დაკავებამ, დროებით სცენაზე უარი ათქმევინა და ქუჩაში გამოიყვანა. ძალიან ნათელი გზავნილებით, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ყველას საქმეა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყველაზე დიდი მონაპოვარია და მას დაცვა სჭირდება. 

ავტორი: დავით კობიძე

[ფოტო: აპრილი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი