3 თვე მოპარული არჩევნებიდან | 19 საათზე თსუ-დან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება

გამოქვეყნდა:

3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ - უწყვეტი პროტესტის მონაწილეები დღეს, 26 იანვარს, 19:00 საათზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და პარლამენტამდე მსვლელობას მოაწყობენ.

შეკრება 19 საათიდან დაიწყება.

"26 იანვარს, 3 თვე გადის, რაც ქართველი ხალხის ნება ფეხქვეშ გათელეს და ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენეს.
მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით – ჩვენი ხმა კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს ყველამ.
შევიკრიბოთ კვირას, 19 : 00 საათზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და მსვლელობით დავიძრათ პარლამენტისკენ.
3 თვეა ვიბრძვით – ერთად დავიცვათ ჩვენი არჩევანი და ევროპული მომავალი!" - ნათქვამია დაანონსებული აქციის აღწერაში 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი