მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ - უწყვეტი პროტესტის მე-60 დღეს, მოქალაქეები დიდუბის მეტროსთან შეიკრიბნენ, ისინი საპროტესტო მარშით წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილების მიმართულებით მიდიან. გზად ჯანდაცვის სამინისტროსთან შეჩერდნენ.
აქციის მონაწილეები ოლიგარქიული რეჟიმის საპოლიციო ძალების ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებენ. მათი მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ადამიანები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ისინი მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.