"ახლა, რაც აუცილებლად გასაკეთებელია - ეს პერსონალური სანქციების დაწესებაა "ოცნების" რეჟიმის ლიდერებისთვის, ივანიშვილით დაწყებული" | მიჰკელსონი

გამოქვეყნდა:

"ქართველი ხალხი ახალ არჩევნებს იმსახურებს, რომ საკუთარი ნება გამოხატონ. ბრიუსელში ისმის კითხვა, რა გავაკეთოთ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის? როგორც ვიცით, ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვის ამოქმედებაზე იმსჯელებენ. მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამ შეზღუდვის დაწესებაა საკმარისი. ახლა, რაც ყველაზე ეფექტური და აუცილებლად გასაკეთებელია - ეს არის პერსონალური სანქციების დაწესება "ქართული ოცნების" რეჟიმის ლიდერებისთვის, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ყველა იმ პირით დამთავრებული, რომლებიც ძალადობენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე". 

- განაცხადა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი