ქუთაისში, მოსამართლე, მალხაზ ოქროპირაშვილის საცხოვრებელ სახლთან, ამ წუთებში ხმაურია. ოქროპირაშვილი "ოცნების" რეჟიმის ის მოსამართლეა, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით, წარმოებაში არ მიიღო.
"ეს არის მონა მოსამართლე, ის არის ყველანაირი სიბინძურის და დაკვეთის შემსრულებელი ადამიანი. მას დაეკისრება პასუხისმგებლობა, ციხეში მოშიმშილე მზია ამაღლობელს რამე რომ დაემართოს", - ამბობს ჟურნალისტი, გელა მთივლიშვილი.
ადგილზე სოლიდარობის ნიშნად იმყოფებიან მუსიკოსი, ნინო ქათამაძე და პედაგოგი, ლადო აფხაზავა.
ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე