კეთილი იყოს ტრამპის ამერიკაში თქვენი მობრძანება კი არა და წაბრძანება. აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ასრულებს საარჩევნო დაპირებას და წმენდს ქვეყანას არალეგალებისგან, რომლებიც მის ამომრჩეველს განსაკუთრებით არ უყვარს.
ბაიდენის 4 წლის განმავლობაში ამერიკაში 10 მილიონი არალეგალი შევიდა. ამ ნაკადისა და აწყობილი უკანონო ბიზნესის შესაჩერებლად, სამხრეთ საზღვრებზე უკვე გადაისროლეს საზღვაო ქვეითები და ეროვნული გვარდია. ახლა კი 82-ე ელიტურ სადესანტო დივიზიას ამზადებენ. ტრამპს ბევრი საარჩევნო დაპირება ჰქონდა და ყველაფერს ერთად ეცა. ფიცის დადების შემდეგ, როგორც კი კაბინეტში ფეხი შედგა, ხელი მოაწერა 28 აღმასრულებელ საპრეზიდენტო განკარგულებას, რომელსაც, როგორც წესი, კანონის ძალა ეძლევა. ასევე, პირველივე დღეს ტრამპმა შეიწყალა 4 წლის წინ კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის გასამართლებულები.
ისინი, ვისაც სჯეროდა, რომ დემოკრატებმა გამარჯვება მოჰპარეს. 20 იანვრის შემდეგ ტრამპმა გააუქმა ბაიდენის 78 განკარგულება, დაითხოვა ათასზე მეტი მაღალი რანგის მოხელე, გამოვიდა მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან და ორგანიზაციიდან, ბოქლომი დაადო სახელმწიფო დაწესებულებებს. რომ სდომებოდა, ივანაშვილსაც აუსრულებდა ამერიკულ ოცნებას და გაუუქმებდა სანქციებს, მაგრამ, ამ ხალხში, ამის 7 მილიარდი მოპარული რუსული დოლარი ბევრს არაფერს ნიშნავს.
უფრო მეტი ნახეთ თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტში.