ციხის მოლოდინი და რუსული რეჟიმი | თეა გოდოლაძის ინტერვიუ Post Factum-თან საქართველოს დატოვებამდე

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური დევნისა და დაპატიმრების მაღალი რისკის გამო, საქართველო დატოვა ადამიანმა, რომლის მიერ მეცნიერულად შეგროვებული მტკიცებულებები საქართველოს ჰააგის სარჩელს ერთვის თან და ნათელს ხდის, რომ ომი 2008 წელს სწორედ რუსეთმა დაიწყო და რომ რუსული არმია მთელი ზაფხული ბომბავდა ქართულ სოფლებს.

"ქართული ოცნების" რეჟიმს სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე წლების განმავლობაში ჰყავდა ამოღებული მიზანში და მის პიარულად გაშავებას არაერთი საშუალებითა და დეზინფორმაციით ცდილობდა. მათ შორის იყო ოჯახური ძალადობის ის ეპიზოდიც, სადაც გოდოლაძე დაზარალებული იყო, საბოლოოდ კი საქმე მის წინააღმდეგ შეატრიალეს. წლების განმავლობაში მეცნიერი ღიად საუბრობდა სხვადასხვა მეგა პროექტებში არსებულ გეოლოგიურ და სეისმურ რისკებზე და იმაზე, რომ ვიღაცების კორუფციული ინტერესი პოტენციურად სასიკვდილო საფრთხეს უქმნიდა ათასობით უდანაშაულო ადამიანს. თავისთავად ეს ფაქტიც მას სრულიად მიუღებელს ხდიდა პრორუსი ოლიგარქიული რეჟიმისთვის.

მაგრამ რეალურად დაპატიმრების მუქარა უკვე გაჩნდა მას შემდეგ, რაც თეა გოდოლაძე უკრაინაში რუსული სამხედრო დანაშაულის სეისმურ დონეზე აღრიცხვას შეუდგა. რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმის ქმედებები სრულ სინქრონიზაციაშია კრემლის ინტერესებთან. თეა გოდოლაძის მიერ პირველ ინსტანციაში მოგებული საქმე სააპელაციომ 180 გრადუსით შემოატრიალა და მეცნიერს მრავალწლიანი პატიმრობის მუხლი მიუყენა. გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური ცენტრის ხელმძღვანელმა პოსტ ფაქტუმს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

უფრო მეტი ნახეთ დავით აბრამიშვილის სიუჟეტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი