რეჟიმის ტყვეები მრავალწლიანი პატიმრობის მოლოდინში | ოჯახის წევრები სისტემასთან ბრძოლას აგრძელებენ

გამოქვეყნდა:

ამ დროისთვის ქვეყანაში 50-მდე პოლიტიკური პატიმარია, რომელსაც პრორუსი ოლიგარქის რეჟიმი მრავალწლიანი უკანონო პატიმრობით ემუქრება. მათ შორის არიან ჟურნალისტებიც, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც თავისი პატიოსანი შრომით ცდილობდნენ შეექმნათ უკეთესი მომავალი არა მხოლოდ თავისი შვილებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის.

ორი კვირაა ციხეში შიმშილობს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მას სოლიდარობა რამდენიმე პოლიტპატიმარმა გამოუცხადა და მათაც შიმშილობა დაიწყეს. ყველაზე ხშირად, ისევე როგორც მზიას შემთხვევაში, უკანონო პატიმრებს სწორედ პოლიციელზე თავდასხმა ედავებიან.

მოდით მხოლოდ ორი საქმე განვიხილოთ - პირველი რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილია, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის შემდეგ დააკავეს და ბრალად წაუყენეს, რომ პოლიციელს იდაყვი მიარტყა. ოკმელაშვილი ახლა განაჩენის მოლოდინშია, რომლის გამოტანა განგებ გააჭიანურეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალება ვერ მოესწრო.

ბოროტმა რეჟიმმა პოლიციელზე ძალადობა წაუყენა ბრალად საბა სხვიტარიძეს, იმის გამო რომ ამ უკანასკნელმა ვიღაც ნიღბიან მოძალადეებს, რომლებმაც აგინეს და სცემეს ხელი შეუბრუნა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ნიღბიანი, და სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პირები თურმე პოლიციელები ყოფილან. და უკვე დაკავებული სხვიტარიძის წამება და ცემა პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

ამ წუთებში, წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაშია რეჟიმის პატიმარი ნიკა კაცია, რომელსაც საკვებს არ აწვდიან. კიდევ ერთი პოლიტპატიმარი კი სამარტოო საკანში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც შიმშილობა დაიწყო მზია ამაღლობელის სოლიდარობას ნიშნად და ისიც წამებასთან გათანაბრებულ პირობებში ჰყავთ.

უფრო მეტი დეტალე ნახეთ გურანდა ავალიანის სიუჟეტში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი