დღეს თბილისში, რუსთავში, თელავსა და ზუგდიდში დაბინძურებული ჰაერია | რამდენით აჭარბებს მაჩვენებელი ნორმას

გამოქვეყნდა:

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე 27 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული თბილისში, რუსთავში, თელავსა და ზუგდიდშია.

ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში დაბინძურება ფიქსირდება მარშალ გელოვანის გამზირი №34 -ზე PM2.5-ს მაჩვენებელი 60.57 მკგ/მ3. წერეთლის გამზირი №105-ზე PM2.5-ს მაჩვენებელი 57.57მკგ/მ3, ყაზბეგის გამზირი ვასო გოძიაშვილის ბაღთან PM2.5-ს მაჩვენებელი 54.37მკგ/მ3,  აღმაშენებლის გამზ., №73ა -ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 90.82 მკგ/მ3. PM10-ის მაჩვენებელი 113.02მკგ/მ3. ვარკეთილი 3, I მკრ-ნი, მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია PM2.5-ს მაჩვენებელი 58.59მკგ/მ3.

რუსთავშიც დაბინძურება ფიქსირდება 2 მისამართზე: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 86.80მკგ/მ3 , PM10-ის მაჩვენებელი 126.36მკგ/მ3 და ბათუმის ქ., №19-ზე  PM2. 5-ის მაჩვენებელი 110.65 მკგ/მ3, ხოლო PM10-ის  155.98 მკგ/მ3.

დაბიძურებაა თელავში, კვირიკე დიდის ქ №43-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 69.41მკგ/მ3.

ზუგდიდში რუსთაველის ქ №192-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 60.70 მკგ/მ3

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 23 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შეინიშნება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. ჯერჯერობით უცნობია დღეს გაზრდილი მაჩვენებელიც იგივე

PM2.5-ის შემთხვევაში 50 მკგ/მ3-ს ზემოთ მაჩვენებელი ძალიან ცუდ მდგომარეობად ითვლება.  PM10-ის  შემთხვევაში კი 100 მკგ/მ3-ს ზემოთ.

PM დამბინძურებლები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებია, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით. მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორი ჯგუფად იყოფა PM10 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 10 მკ-ზე)და PM2. 5 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 2.5 მკ-ზე).

აღნიშნულ მცირე ნაწილაკებს რამდენიმე წყარო აქვს ესაა: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამბინძურებლების ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად. საქართველოსთვის მყარი ნაწილაკების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. კერძოდ, ე.წ. აფრიკის მტვერი, რომელიც ძირითადად საჰარის უდაბნოს მტვრის, ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებას უკავშირდება. მსგავსი მტვრის შტორმი ხშირად ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან.

რაც შეეხება ჯანმრთელობაზე ზეგავლენას, აღნიშნულმა ნაწილაკებმა სასუნთქი სისტემისა და თვალების გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი