ვცდილობდი მქონოდა კომუნიკაცია გენ.პროკურორთან; ცინიკურია, რომ გადამამისამართეს ბათუმში, ერთ-ერთ პროკურორთან | ეთერ თურაძე

გამოქვეყნდა:

გამოცემა" ბათუმელების" რედაქტორი ეთერ თურაძე, რომელიც მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილთან შეხვედრას ითხოვდა, ბათუმში, ერთ-ერთ პროკურორთან გადაამისამართეს - განცხადება ეთერ თურაძემ "მთავარი არხის" გადაცემა "შენი შუადღის" ეთერში გააკეთა.

თურაძის თქმით, მას სურდა დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა გაბიტაშვილისთვის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც უკვე 16 დღეა საპატიმროში შიმშილობს: 

"ვცდილობდი მქონოდა კომუნიკაცია გენერალურ პროკურორთან გიორგი გაბიტაშვილთან. ძალიან ცინიკურია, რომ გადამამისამართეს ბათუმში, არ მახსოვს იმ პროკურორის ვინაობა და დამიკავშირდნენ ბათუმიდან, რომ ერთ-ერთი პროკურორი შემხვდებოდა , როგორ წარმოგიდენიათ ახლა მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღოს  პროკურორმა ბათუმში? მე ეს არ წარმომიდგენია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უსაგნო შეხვედრა იქნებოდა" ამბობს ეთერ თურაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი