"თავს გრძნობს ნორმალურად" | იოსელიანის ცნობით, მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის ინფორმაციით, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირების.

როგორც ლევან იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამაღლობელი საკვებს 12 იანვრიდან არ იღებს.

"ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად, ის საკვებს არ იღებს 12 იანვრიდან. ჩვენ მიერ მისი დაკავებიდან დღემდე ის მონახულები იქნა 7-ჯერ, მათ შორის ჩემ მიერ პირადადაც, ვიცით მისი განთავსების პირობები, უშუალოდ ვიყავი მასთან საკანშიც და ასე რომ, ამ პირობებზე მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. რაც შეეხება, ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას, მოპყრობას, ქალბატონ მზიას ამაზეც არ აქვს პრეტენზია, რეგულარულად ხდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი, უტარდება კვლევები, ექიმი დღეში 3-ჯერ ნახულობს და შესაბამისად იღებენ ინფორმაციას...

მე როცა შევხვდი, მისი პოზიცია იყო, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებდა - რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, დღესაც ის იგივე პოზიციაზე რჩება", – განაცხადა იოსელიანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი