დევნილთა სააგენტოს შენობის ეზოში კაცმა თავის დაწვა სცადა

გამოქვეყნდა:

დევნილთა სააგენტოს შენობის ეზოში შუახნის კაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. შემთხვევა თამარშვილზე ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცი დევნილია და ის საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვდა. მიყენებული დაზიანებებით კაცი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სხვა ინფორმაცია ამ დროისათვის უცნობია. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე, ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს. 
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი