შიმშილის 16 დღე და ერთიანი კრიტიკული მედია. მზია ამაღლობელმა ციხეში შეყვანის პირველივე წუთიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართაა და საკვების მიღებაზე უარს თქვა. მზიას ჯამრთელობის მდგომარეობა კი დღითი დღე მძიმდება.
ჟურნალისტი ვიდეომეთვალყურეობით აღჭურვილ საკანში იმყობება და მის მდგომარეობას, პენიტენციური დაწესებულების, ექიმები აკონტროლებენ. ადვოკატის მონახულებამდე მზია ამაღლობელი ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მედიკოსმა მოინახულა.
ლევან იოსელიანი ამტკიცებს, რომ 16-დღიანი შიმშილობის ფონზე ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არა და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა იმ მიზეზით, რომ მას რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს. ჟურნალისტის თანხმობით, დღეს ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჟურნალისტს შაქრიანი დიაბეტი აქვს და ამ ფონზე შიმშილობა კიდევ უფრო სახიფათოა. გარდა ამისა, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი დკავების შემდეგ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ბათუმის პოლიციის უფროსისგან, ირაკლი დღებუაძისგან არა ერთხელ გახდა.
როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა? ამ კითხვაზე, "ქართული ოცნების" ჯანდაცვის მინისტრმა, დღეს ჟურნალისტის მეგობრებსა და კოლეგებს პასუხი არ გასცა. სამინისტროს დაგეგმილი ღონისძიებიდან მიხელ სარჯველაძე დროზე ადრე, პროტესტის ფონზე, გაიქცა. მან მხოლოდ რამდენიმე წუთით მოახერხა დახურულ დარბაზში ექიმებთან შეხვედრა.
უფრო მეტი ნახეთ ნინა მაჩაბელის სიუჟეტში.