ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, შალვა პაპუაშვილი, თეა წულუკიანი, ლევან მურუსიძე, მერაბ ტურავა და ივანიშვილის სხვა მსახურები ევროკავშირში პრივილეგირებულ მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ.
უკვე ოფიციალურად, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო მინისტრებმა "ოცნების" რეჟიმის წინააღმდეგ პირველი სანქცია აამოქმედეს. დიპლომატიური პასპორტების მფლობელები შენგენის ზონაში უვიზოდ ვეღარ შევლენ და ვიზის მოთხოვნის დროსაც მათთვის შეღავათები არ იმოქმედებს. პირველი ერთობლივი სანქციის მიზეზი "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკაა.
გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ამ შეზღუდვის მთავარი სამიზნეც ოლიგარქიული რეჟიმი და მისი მსახურები არიან. ქართველი ხალხი კი ევროპაში ისევ უვიზოდ იფრენს და მათ შეზღუდვა არ შეეხება.
გადაწყვეტილება ბრიუსელში პირველმა დიპლომატებმა მიიღეს, შეხვედრის დაწყებამდე უკვე ნათელი იყო, რომ დღეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანება "ქართულ ოცნებას" სანქციით უპასუხებდა. ევროპელ დიპლომატებს რეჟიმის წინააღმდეგ უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა სურთ. მაგალითად ისეთი, როგორიცაა პერსონალური სანქციები რეჟიმის წინააღმდეგ. გადაწყვეტილებას ჯერჯერობით "ოცნების" და პუტინის მაშველი რგოლი სლოვაკეთი და უნგრეთი ბლოკავს, ამიტომ წევრი ქვეყნები სათადარიგო გეგმაზე მუშაობენ და აპირებენ სანქციები ეროვნულ დონეზე დააწესონ. ისე, როგორც ეს გერმანიამ გააკეთა და რეჟიმის 9 მაღალჩინოსანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
უფრო მეტი ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.