"დიდი შეშფოთებით ვუყურებთ იმას, რაც ხდება. ვისაუბრეთ, კიდევ რა სიგნალები შეგვიძლია გავუგზავნოთ საქართველოს მთავრობას, რომ ეს არ არის სწორი გზა" | კალასი

გამოქვეყნდა:

"რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და დიდი შეშფოთებით ვუყურებთ იმას, რაც ხდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი დღევანდელი განხილვის თემა ესეც იყო. ჩვენ ვისაუბრეთ, თუ კიდევ რა სიგნალები შეგვიძლია გავუგზავნოთ საქართველოს მთავრობას, რომ ეს არ არის სწორი გზა და ეს გზა არ მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული და ახლა წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია, როდის დანერგავენ მას თავიანთ ქვეყნებში". 

- განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი