"მზია ამაღლობელი ზედამხედველობის ქვეშაა, მაგრამ არ იგულისხმება რამე სამედიცინო გამოკვლევები, ეს მინიმალური შემოწმებაა" | ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატი, გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტს, მინიმალური შემოწმება უტარდება.

ადვოკატმა მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მოინახულა.

"დღეს მქონდა შეხვედრა მზია ამაღლობელთან, მისი შიმშილობის მე-16 დღეს. მინდა აღვნიშნო, რომ ვიზუალურად ნორმალურად გამოიყურება, არის ადეკვატური, შეუძლია საუბარი, კომუნიკაცია, ინფორმაციის მოწოდება. როგორც მან მითხრა, სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ არის, მაგრამ ამ ზედამხედველობაში არ იგულისხმება რამე სამედიცინო გამოკვლევები, ეს არის მინიმალური შემოწმება - წნევის, გულის პულსის და არის მონიტორინგის ქვეშ", - თქვა ხიმშიაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი