"ჩვენ შევუერთდით ევროპის კონსენსუსს ამ საკითხთან დაკავშირებით, მხარი დავუჭირეთ გადაწყვეტილებას. მუშაობა გრძელდება. ასე რომ, დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ გადაწყვეტილებას... ჩვენ, როგორც უკვე ვთქვი, მხარი დავუჭირეთ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც გამოხატავს არსებულ გარემოებებს. ეს სიმბოლური ნაბიჯია ევროკავშირისგან, რა თქმა უნდა. და მუშაობა გაგრძელდება. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ პოლონეთმა ვაიმარის სამკუთხედის სხვა წევრებთან ერთად გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც სინანულს გამოხატავს საქართველოს მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გამო. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვგმობთ ძალის გამოყენებასა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობას, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას დემოკრატიისთვის".
- განაცხადა პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა საქართველოში, არტურ გებალმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ფოტო: IPN