ზუგდიდის სტადიონთან მიწა გასკდა და სატვირთო ჩავარდა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის სტადიონთან, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, მიწა გასკდა და სატვირთო ჩავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის, წყალგაყვანილობის პრობლემების შესახებ უკვე სტადიონის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც გაირკვა, რომ სველი წერტილები საკანალიზაციო მილს არ იყო დაერთებული. საჭირო გახდა ახალი სამუშაოების დაწყება. ამჟამად სწორედ სველი წერტილების საჭირო ადგილას დაერთების სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა სავარაუდოდ, სატვირთოს სიმძიმეს მიწამ ვერ გაუძლო და ჩავარდა.

ზუგდიდის სტადიონის სამშენებლო სამუშაოებისთვის უკვე დახარჯულია 22 მილიონი, თუმცა მუნიციპალურ განვითარების ფონდმა დამატებით კიდევ 12 მილიონი გამყო. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი