მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, ჟურნალისტები საგამოძიებოსთან აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების, მისი გათავისუფლებისა და მხარდაჭერისთვის, ჟურნალისტები ამ წუთებში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქციას მართავენ. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტები, მათ შორის ისინიც, ვინც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით გახდნენ "ოცნების" რეჟიმის მხრიდან ძალადობის მსხვერპლები.

ჟურნალისტები  ითხოვენ მოძალადე პოლიციელის, ირაკლი დგებუაძის მიმართ გამოძიებას, მის დასჯასა და უფლებამოსილების შეწყვეტას. ჟურნალისტებმა საავტომობილო გზა ნაწილობრივ გადაკეტეს. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზია ამაღლობელის საქმეზე დუმს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი