არსებული ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე ხანძარი 5 000 კვადრატულ მეტრამდეა გავრცელებული

გამოქვეყნდა:

არსებული ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე ხანძარი 5 000 კვადრატულ მეტრამდეა გავრცელებული.

როგორც "მთავარი არხის" ვებ-გვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

რაც შეეხება დაშავებულებს, მათზე ინფორმაციას არ შესულა.

ცნობილია, რომ ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. ადგილზე ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანებაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი