27 იანვარს ივანიშვილის ცოლმა კიდევ ერთი სააქციო საზოგადოება დააფუძნა | აბესაძე

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის დამფუძნებლის ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, 27 იანვარს ოლიგარქ ივანიშვილის ცოლმა ეკატერინე ხვედელიძემ კიდევ ერთი სააქციო საზოგადოება დააფუძნა.

"სს ,,ჯი სი ეფ საქართველო” - 27 იანვარს ივანიშვილის მეუღლემ კიდე ერთი სააქციო საზოგადოება დააფუძნა. GCF - ეს თანაინვესტირების ფონდია და შესაბამისად, ალბათ  აქ მოიყრის თავს ყველა ის პროექტი, რომლის საბოლოო მშობელი კომპანია კაიმანის ოფშორულ ზონაში იყო რეგისტრირებული. 

ეს მეექვსე სააქციო საზოგადოებაა (მათ შორის წლების განმავლობაში თითქმის უფუნქციოდ მყოფი) , რომლის ნებადართული კაპიტალი ამ ბოლო პერიოდში 100 მილიონი ლარით განისაზღვრა. მათი ჯამური განთავსებული კაპიტალი კი ჯერ 31 მილიონი ლარია. 
 საინტერესოა, მომავალში წილების განთავსების შემთხვევაში, ვინ შეიძლება შეავსოს 569 მილიონი ლარი მხოლოდ ამ 6 სააქციო საზოგადოებაში?  
შეიძლება რუსებიც?!…" წერს აბესაძე. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი