"დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა მაგალითია მკაცრი რეპრესიების. ცნობილი ჟურნალისტის შიმშილობის მე-18 დღეა" | ნორვეგიის საგარეო უწყება მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელთან, მზია ამაღლობელთან დაკავირებით განცხადებას ავრცელებს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

"ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღეა. დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა ერთ-ერთი მაგალითია მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და მომიტინგეების მიმართ მკაცრი რეპრესიებისა. მოვუწოდებთ, მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ", - წერია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც უწყების ოფიციალურ X-ს გვერდზე გამოქვეყნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი