"პოლიციელები არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები, არც ერთი ნიღბიანი კრიმინალი პასუხისგებაში არ არის მიცემული" | არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ოლიგარქის პოლიცია პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის, ისინი აქციის მონაწილეების მიმართ პოლიტიკურ შეხედულებებს აჟღერებენ, შედიან მათთან დისკუსიაში და დემონსტრანტებს დასცინიან. 

ასევე, NGO-ების განცხადებით, ამ დროისთვის, არცერთი პოლიციელი და ნიღბიანი კრიმინალი არ მიცემულა პასუხისგებაში, ხოლო დაზარალებულის სტატუსი ასობით ადამიანიდან მხოლოდ 52-ს აქვს მინიჭებული. 

"პოლიციელები არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები, მათ გააჩნიათ აშკარად პოლიტიკური იდეოლოგია და ნეგატიური წინასწარგანწყობები აქციის მონაწილეების მიმართ, რაც წარმოადგენ პოლიციის შესახებ კანონით გარანტირებული პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევას. 

საჯაროდ გავრცელებული ვიდეომტკიცებულებებიც ადასტურებს, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი აქვს, უარყოფითი, პოლიტიკური შეხედულებების გაჟღერებას აქციის მონაწილეების მიმართ, ისინი შედიან პოლიტიკურ დისკუსიაში მათთან, დასცინიან პროტესტის მონაწილეებს ეთნიკური, პოლიტიკური, გენდერული, მსოფლმხედველობრივი, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების გამო და იყენებენ სიძულვილის ენას და პროვოცირებენ მათ. 

არც ერთი სამართალდამცავი, თუ ნიღბიანი კრიმინალი არ მიცემულა პასუხისგებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, დაზარალების სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ 52 პირს და 226 პირის მიმართ არის დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. რა თქმა უნდა, 52 დაზარალებული პირი არის ცოტა იმიტომ, რომ ადგილი ჰქონდა ასობით ადამიანის მიმართ ძალის გამოყენებას, მათ მიმართ წამებას და ღირსების შემლახავ მოპყრობას", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი