უბედური შემთხვევა რიყის პარკში | არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და გაიგუდა

გამოქვეყნდა:

რიყის პარკში მოსწავლე ღია თხრილში ჩავარდა და გაიგუდა. შემთხვევა 25 იანვარს მოხდა. არსებული ინფორმაციით,  ადგილზე, სადაც ტრაგედია დატრიალდა, გამაფრთხილებელი ნიშნები და უსაფრთხოების ზომები არ იყო მონიშნული.

დაღუპული იოსებ ადეიშვილია. მოზარდის გადარჩენას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი