თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე 30 იანვარს ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენჯერმე შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეტარტამენტის ინფორმაციით, 30 იანვარს, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სახიდე გადასასვლელის გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოების წარმოების მიზნით, 03:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენჯერმე შეიზღუდება.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე მდინარე მტკვარზე (ესტაკადა) არსებული სახიდე გადასასვლელის გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოების წარმოების მიზნით, 2025 წლის 30 იანვრის 03:00სთ-დან 05:00სთ-მდე პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება რამდენჯერმე 10-15 წუთიანი ინტერვალებით," - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი