საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია მიმდინარეობს | კოსტავას გამზირი გადაკეტილია

გამოქვეყნდა:

მოქალაქეები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ. კოსტავას გამზირი გადაიკეტა. 

აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის ხალხისთვის დათმობას ითხოვენ. ასევე, უცვლელია უწყვეტი პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს უკანონოდ დაკავებული ადამიანები. 

აქციაზე იმყოფება რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა:

"საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ხალხისთვის და არა მთავრობისთვის მარტო, კეთილი ინებონ და ხალხის ხმა გაიგონონ, გააშუქონ რაც ხდება დღეს ქვეყანაში. ქვეყნის მდგომარეობა უნდა იცოდეს ხალხმა, მაუწყებელი მარტო სერიალებს უშვებს მე როგორც ვხედავ. გულისცემა უნდა ესმოდეს ხალხის, ხალხის დარდი უნდა მიიტანონ თავიანთ გულთან, რომ გააშუქონ და ესენი ასე არ იქცევიან. ამიტომ ვაპროტესტებ. ძალიან ცუდად ექცევიან ჟურნალისტებს. თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს," - განაცხადა ცეცხლაძის დედამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი