რუსებმა ლარსის გამშვებ პუნქტთან ზუგდიდში მცხოვრები ირაკლი ხუფენია დააკავეს. ის დაკავების დროს ნათესავთან ერთად იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი ხუფენიას 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ტაქსის მძღოლი ირაკლი ხუფენია საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, ის სოციალურ ქსელში არალეგიტიმური მთავრობის საწინააღმდეგო პოსტებით გამოირჩეოდა და 26 ოქტომბრის არჩევნებში მხარს ოპოზიციას უჭერდა.
ავტორი: ემა გოგოხია