16 წლის იოსებ ადეიშვილი | ქალაქის ინფრასტრუქტურას შეწირული კიდევ ერთი მოზარდი

გამოქვეყნდა:

ტრაგედია თბილისში, რომელზეც პასუხისმგებლობას არავინ იღებს. რიყის პარკში 16 წლის მოზარდი თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო. ადგილზე, სადაც უმძიმესი შემთხვევა მოხდა, არ არსებობს გამაფრთხილებელი ნიშნები, რომელიც საფრთხეზე მიუთითებდა. იოსებ ადეიშვილმა, რომელიც მუსიკის გაკვეთილიდან ბრუნდებოდა, ვერ შენიშნა წყლით სავსე, ფოთლებით და ნარჩენებით დაფარული ორმო.

ეს ტრაგედია არ არის ერთადერთი, რომელიც თბილისში ინფრასტრუქტურულმა პრობლემებმა და ჩინოვნიკების დაუდევრობამ გამოიწვია. გამოძიება დაწყებულია, სამოქალაქო საზოგადოებამ უკვე გამოხატა პროტესტი, მაგრამ რეაგირება ნულია. თბილისის მერიამ, რომელიც მომხდარზე რამდენიმე დღე დუმდა, მხოლოდ ფაქტის მედიაში გახმაურების შემდეგ გაავრცელა განცხადება და პასუხისმგებლობა სრულად მოიხსნა.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი