"ვასილ მაღლაფერიძე არღვევს კანონს - მას აქვს გავლენა სარედაქციო პოლიტიკაზე" | საზმაუში ბორდის სხდომა იმართება, მოქალაქეების ნაწილს დასწრების უფლება არ მისცეს

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. თავდაპირველად დაინტერესებულ პირებს საბჭოს სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინასწარ გააგზავნეს ადამიანების სია. სხდომაზე დასწრების სურვილი გამოთქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე თანამშრომელმაც, თუმცა მათ ბორდის შეხვედრაზე თავიდან არ უშვებდნენ. მოგვიანებით, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, ნინო ზაუტაშვილი, გიგა კიტია და პროტესტის მხარდამჭერი 3 მოქალაქე სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შენობაში მაინც შეუშვეს.

გარდა ამისა, შენობასთან შეკრებილები არიან მოქალაქეები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ითხოვენ, რომ მან ობიექტურად გააშუქოს სახალხო პროტესტი და მოქალაქეებზე პოლიციის ძალადობა, და სათანადო დრო დაუთმოს საზოგადოებისთვის პრობლემური საკითხის გაშუქებას.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა უნდა იყოს დამოუკიდებელი. კანონით არავის აქვს უფლება დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს. ვასილ მაღლაფერიძე არღვევს ამ კანონს და მას აქვს გავლენა სარედაქციო პოლიტიკაზე. ეს არ ხდება რაიმე პირდაპირი მითითებებით სამეურვეო საბჭოს სხდომებზე. ეს საბჭოც იმყოფება იმავე შენობაში, სადაც დანარჩენი ტელევიზია და მას ადამიანურად კარგი ურთიერთობები და ხშირი შეხვედრები აქვს იმ ხალხთან, ვინც განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას. შესაბამისად, მისი გავლენა, თვალსაჩინოა.

მაუწყებელში მომუშავე ადამიანისთვის ეს ძალიან იოლად დასანახია, როცა ხედავ ვაილ მაღლაფერიძეს არა საბჭოს სხდომაზე, არამედ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ოთახში, როგორ ხედავ მაღლაფერიძეს "მოამბის" საეთეროში, როცა შუქდება აქციის დარბევა და რა ტერმინებს იყენებს ის იქ, როგორ ხედავ მის ურთიერთობას ახალი ამბების ბლოკის ხელმძღვანელთან თუ არხის გენერალურ დირექტორთან. ეს ხშირი და შეხმატკბილებული ურთიერთობა განსაზღვრავს იმას, რომ მაღლაფერიძის გავლენა ვრცელდება არხის სარედაქციო პოლიტიკაზე. თუ რაიმე არის, ეს არის - ამ პოზიციაზე ვრჩები", - თქვა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა "მთავარი არხის" ეთერში, სხდომაზე დასწრების შემდეგ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი