თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება

გამოქვეყნდა:

თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ინფექციურმა საავადმყოფომ არ დაადასტურდა. განცხადება ცოტა ხნის წინ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ბერიძემ გააკეთა.

ჟურნალისტებთან თავად თენგიზ ცერცვაძე არ გამოჩენილა.

ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძე რჩება თავის თანამდებობაზე, აგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას. მას ხვალ დაგეგმილი აქვს აჭარის რეგიონში ვიზიტი, სადაც ყველაზე მეტი კოვიდინფიცრებულია. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიის და „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარადმჭერად“ - განაცხადა ინფექციურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა საგანგებო ბრიფინგზე.

მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია შეხვდა თუ არა ცერცვაძე პრემიერმინისტრს. გარდა ამისა, გიორგი ბერიძე ამბობს, რომ ცერცვაძეს პოლიტიკური მიზნები არ ჰქონია.

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თენგიზ ცერცვაძეს არასდროს ჰქონია სურვილი მოხვედრილიყო პარლამენტში და დაეკავებინა თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა - ამბობს ბერიძე

მისივე თქმით, არ იცის საიდან და რატომ გავრცელდა მედიაში ცერცვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი